ბოლნისში, საპილოტე პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობების და პერიფერიული მომხმარებლების ინტერესების თაობაზე“ პრეზენტაცია გაიმართა

24/01/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მერები ეკონომიკური ზრდისთვის საპილოტე პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობების და პერიფერიული მომხმარებლების ინტერესების თაობაზე“ პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული კვლევა, რომელიც კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა ექსპერტთა ჯგუფმა ჩაატარა, არის პირველი შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური განვითარების პოტენციალი მუნიციპალურ დონეზე შეფასდა კლასტერის მეთოდის გამოყენებით.
პრეზენტაციის მიზანი გახლდათ ფართო საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული აქტივობებისა და კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ.
პრეზენტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა გახსნა, რომელსაც დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზაურ დარგალი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0