ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად სოფელ სავანეთის, ტალავერისა და ჭაპალას მოსახლეობას შეხვდა. სოფელ სავანეთში მოსახლეობასთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, “სოფლის მხარდაჭრის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხით, გარე განათების ქსელი მოეწყობა. სოფელ ტალავერში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის რეაბილიტაცია განხრციელდება, რომელიც ერთ უბანზე არსებულ პრობლემას მოაგვარებს. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასევე ერთ-ერთი სასაფლაოს შემოღობვაც დაიგეგმა. სოფელ ჭაპალაში კი მოსახლეობის თხოვნით გარე განათების ქსელი დამონტაჟდება. წელსვე სოფელში ბეტონის გზა დაიგება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

Visited 53 times, 1 visit(s) today