ბოლნისში, ყოველდღიურ რეჟიმში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყოველდღიურ რეჟიმში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, კონსტანტინე კორძაძე, სოფლების: ბერთაკარის, გეტასა და იწრიას მაცხოვრებლებს შეხვდა. სოფლის კრებებზე ადგილობრივებმა განსახორციელებელი პროექტები პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრეს.
წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სოფელ ბერთაკარში სანიაღვრე არხი,სოფელ გეტაში მდინარე გეტაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, ხოლო იწრიაში შიდა გზა და სანიაღვრე არხი მოეწყობა.

Visited 79 times, 1 visit(s) today