ბოლნისში ASB საქართველოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”,- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ერთად.
დღეს, ASB საქართველოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებსა და მერის სათათბირო ორგანოს- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან, რომელთა შორის არიან მერიის თანამშრომლები და შშმ პირები.
ASB საქართველოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის შესახებ, რომელიც 2018-2021 წლებში განხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას, რაც შეესაბამება 2014-2016 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, პროექტი ეფუძნება შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს. კონვენცია ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 8 სოციალური მომსახურების გამწევი სოციალური საწარმოს შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

“დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იმ ახლადდაწყებული პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს შშმ პირთა უფლებების დაცვას, მათ გაძლიერებასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას, მათთვის საჭირო სოცილაური სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის ზრდას და ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში საკონსულტაციო საბჭოების გაძლიერებას. ეს საბჭო არის მთავარი მამოძრავებელი, რათა შშმ პირთა თემის გაძლიერება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს”, – განაცხადა ASB საქართველოს პროგრამის კოორდინატორმა გიორგი არსენიძემ.

Visited 174 times, 1 visit(s) today