ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ყოველწლიურად იზრდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან და დღეს დაახლოებით 50 წერტილია, სადაც პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

„ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს ჩვენ დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს, სადაც პირდაპირი ფრენებია. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტს ჩვენ რა თქმა უნდა შემდგომში გამოვიყენებთ შემდგომში. ეს სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო ქვეყნისთვის და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Visited 68 times, 1 visit(s) today