ბონდო სოფრომაძე თერჯოლის სპორტის სასახლეში გამართულ საახალწლო წარმოდგენას დაესწრო

08/01/2018

თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე თერჯოლის სპორტის სასახლეში გამართულ საახალწლო წარმოდგენას დაესწრო და პატარები საახალწლო ნობათით დაასაჩუქრა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები სოფიო ბუსკივაძე და გიორგი ფანჩულიძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
საახალწლო წარმოდგენას, რომლის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე, ორგანიზებას უწევს თერჯოლის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე.
საახალწლო ღონისძიებები, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, 08-13 იანვარს გაიმართება სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და შშმ ბავშვებისათვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფით. ღონისძიებას დაესწრება და საჩუქარს მიიღებს 2582 ბავშვი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0