ბონუსი გამონაკლის, აუცილებელ შემთხვევებში იმოქმედებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ბონუსი იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში – როდესაც ეს არის რეალურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი და სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბონუსისთვის მკაფიო ზღვარია დაწესებული. „ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ დაგვეწესებინა ძალიან მკაფიო ზღვარი ბონუსისთვის და ეს ზღვარი დაწესდება სამი სახით. ერთი – დადგინდება აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბონუსის ხარჯზე ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს, ანუ, ჩაიკეტება ზემოთ.
ასევე, დაწესდება აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ აბსოლუტურ უმრავლესობამდე, ანუ 76 მანდატამდე, არც ბონუსით ევსება მანდატები გამარჯვებულ პარტიას, ამ შემთხვევაში, მანდატები ჩვეულებრივად, პროპორციულად განაწილდება ყოველგვარი ბონუსის გარეშე.
მესამე – წესდება ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის მიერ ბონუსის ხარჯზე მიღებული მანდატების რაოდენობამ არ უნდა გაადააჭარბოს ძირითადი მანდატების 35 %-ს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მკაცრი ზღვარია დაწესებული ბონუსისთვის. რეალურად, ბონუსი იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ეს არის რეალურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი და სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 123 times, 1 visit(s) today