ბორის ჭიჭინაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის, ბორის ჭიჭინაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა.ბორის ჭიჭინაძის ავტორობით – „საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების პირობები და პერსპექტივები“ ეს უკვე მეორე წიგნია. წიგნი მუნიციპალიტეტების განვითარების თავისებურებებს ასახავს, თუ რა გზა განვლეს მუნიციპალიტეტებმა დღემდე და როგორია მათი ეკონომიკური მდგომარეობა უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში. რა გზები უნდა დასახონ მუნიციპალიტეტებმა სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რა უნდა გაკეთდეს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების მიერ, რათა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დამოუკიდებლობა.
წიგნის პრეზენტაციას, მერიის, საკრებულოს, ბიზნეს სფეროს და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წიგნის ავტორმა ისაუბრა ასევე, მომავალში გამოსაცემ წიგნზე, რომელიც ასეა დასათაურებული „ ლიტვისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების შედარებითი ანალიზი“ ( ტაურაგესა და ზესტაფონის მაგალითზე). აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია ლიტვაში, ქალაქ ტაურაგეში იგეგმება. წიგნი დაიბეჭდება ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე.
ბორის ჭიჭინაძე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია. ლექციებს კითხულობს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Visited 464 times, 1 visit(s) today