ბორჯომის მუნიპალიტეტმა 3 ერთეული მრავალფუნქციური სპეც-ტექნიკა შეიძინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის მუნიპალიტეტმა 3 ერთეული მრავალფუნქციური სპეც-ტექნიკა შეიძინა.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ბაგის ტიპის 2 უტილიტარული ავტომობილი და ე.წ. ბობკატი (ფრონტალური დამტვირთავი) გზების გაწმენდასა და სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს.
„ტექნიკა ზამთრის სეზონზე შიდა გზებს, ტროტუარებს, სკვერებს თოვლისაგან გაწმენს. ავტომობილები აღჭურვილი იქნება თოვლსაწმენდი დანით, მარილის განფანტველითა და თოვლის გადამყრელი მოწყობილობით, გზებს თოვლისაგან გაწმენს ე.წ. ბობკატიც, წლის დანარჩენ მონაკვეთზე კი განკუთვნილი იქნება მიწის სამუშაოების შესასრულებლად“- აღნიშნავს გამგებელი.
სპეც-ტექნიკა მოემსახურება როგორც ბორჯომს ასევე დაბა ბაკურიანს.
გარდა იმისა, რომ ავტომობილები ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად შესრულებას ის მაღალი გამავლობით გამოირჩევა და რთულად მისადგომ ადგილებზე, სადაც დიდი მანქანის მისვლა ვერ ხერხდება სამუშაოდ იდეალურ საშუალებას წარმოადგენს.
ტექნიკის შეძენა 265 770 ლარით ბორჯომის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო.

Visited 506 times, 1 visit(s) today