ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსაცდელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომში მოსაცდელების რეაბილიტაცია დაიწყო. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ბორჯომში რობაქიძის ქუჩაზე, ასევე დაბა ახალდაბაში და სოფელ ციხისჯვარში. აღნიშნულ ობიექტებზე ჯამში 5 გაჩერების მოწყობაა დაგეგმილი.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გათვალისწინებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი, სახურავისა და სკამების მოწყობა, ბორდიურების მოპირკეთება და გარე განათების სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში აგურის მოსაცდელების მშენებლობა დაიწყება სოფლებში ცემსა და დვირში.
გაჩერებები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისათვის.
შვიდივე მოსაცდელის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 209 ლარი გაიხარჯება.

Visited 201 times, 1 visit(s) today