ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომოსაცდელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

26/06/2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომოსაცდელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, გაჩერებები მოეწყობა ქალაქ ბორჯომში თორის №120-ის მიმდებარედ, მესხეთის ქუჩაზე, ასევე სოფლებში ჭობისხევში, ყვიბისში, დაბაში, ქვაბისხევში და ტიმოთესუბანში.
პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 37 407 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები ჯამში 7 ობიექტზე განხორციელდება, მოეწყობა წითელი აგურის მოსაცდელები, ასევე კიბეები, სახურავი, ჭერი, ხის სკამები და ლითონის კონსტრუქციები“.
უნდა აღინიშნოს, რომ ავტომოსაცდელების რეაბილიტაცია გასულ წლებშიც განხორციელდა. ქალაქ ბორჯომის მასშტაბით, განახლდა მთავარ ქუჩებზე არსებული ყველა გაჩერება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0