ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალი ავტობუსი შეიძინა

07/09/2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ავტოპარკს ახალი ავტობუსი შეემატა. ტრანსპორტი სოფელ ტაძრისის მიმართულებით, მოძრავ უკვე მოძველებულ ავტობუსს ჩაანაცვლებს. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ტრანსპორტი ოთხი სოფლის დვირის, საკირის, ტაძრისისა და დგვარის სოფლების მოსახლეობის კომფორტულად გადადგილებას უზრუნველყოფს. „2017 წლის გამოშვების “პაზ”-ის ტიპის ავტობუსი მაღალი გამავლობისაა და აღნიშნული სოფლების რთული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალიწინებით შეირჩა. მოსახლეობას 2 კვირაში ახალი ტრანსპორტით გადაადგილება უკვე შეეძლება“- აღნიშნა გამგებელმა. 32 ადგილიანი ტრანსპორტი ადგილობრივ მოსახლეობას ყოველ კვირა დღეს ხაშურის მიმართულებით შეღავათიანი ტარიფითაც მოემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0