ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება

26/07/2021

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა,ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ,დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას, ამავე ქუჩაზე სანაპიროს გამყოლი სკვერის და N1 საჯარო სკოლასთან სკვერის მოწყობის პროცესს გაეცნენ.რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე გათვალისწინებულია აივნებისმ ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა.
რაც შეეხება სანაპიროს გამყოლი სკვერის რეაბილიტაციას, პროექტის მიხედვით ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარე-განათება. მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი. ტერიტორია გამწვანდება. ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება. უახლოეს პერიოდში დასრულდება N1 საჯაროს კოლასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება. ქალაქ ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარადაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0