ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაც ჩაერთო

23/08/2017

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაც ჩაერთო.
სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა მეხანძრე-მაშვენების ჯგუფი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.
ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0