ბორჯომის №1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

29/09/2017

სააღმზრდელო დაწესებულებაში ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად ეზოსა და ოთახების დასუფთავება და წვრილმანი სამუშაოები მიმდინარეობს.
შენობაში სრულად გარემონტა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდება სველი წერტილები საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა, შეიღება შენობების გარე-ფასადი,
სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით, სამზარეულო ტექნიკით, ასევე სპეციალური გაზ-ქურებით, ოთახებში განახლდა ასევე ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით.
№1 საბავშვო ბაღში სააღმზდელო პროცესი ოქტობრის შუა რიცხვებში განახლდება. განახლებული საბავშვო ბაღი 230-მდე პატარას უმასპინძლებს.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის და ოთახების აღავეჯითა და ტენქიკით მომარაგებისათვის ჯამურად 165 300 ლარი გაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0