ბორჯომის №3 საბავშვო ბაღში ეზოს კეთილმოწყობა დასრულებულია

14/09/2017

ბორჯომის №3 საბავშვო ბაღში ეზოს კეთილმოწყობა დასრულებულია, ამჟამად ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ძირითადი სამუშაოები შესრულებულია ასევე №4 საბავშვო ბაღში.
ორივე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაიგო ბაზალტისა და კაუჩუკის ფილები, დამონტაჟდა ატრაქციონები, ხელოვნური ხალიჩა მინი-სტადიონისათვის, ჩატარდა შენობის ფასადის სამღებრო სამუშაოები, მოეწყო ღობეები და საფეხმავლო ბილიკები.
უნდა აღინიშნოს, რომ №3 და №4 საბავშვო ბაღების შენობებს სრული რეაბილიტაცია გასული 2 წლის განმავლობაში ჩაუტარდათ. სააღმზდელო დაწესებულები შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
პროექტები საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0