ბორჯომში ახალაშენებული ღვარსაშვების მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

26/06/2017

ბორჯომში ახალაშენებული ღვარსაშვების მიმდებარედ დაიწყო ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
პროექტის მიხედვით, განხორციელდა დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლის დემონტაჟი, ამჟამად მიმდინარეობს მისი აღდგენისა და ტერიტორიაზე ნოყიერი გრუნტის შეტანის სამუშაოები.
სკვერში მოეწყობა გაზონი და დაირგვება კედრის ხეები.
ცენტრალურ ქუჩაზე ახალი ღვარსაშვების მშენებლობა საგზაო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს განხორციელდა, 400მ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ასევე საფეხმავლო ბილიკები.
წელს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0