ბორჯომში ბარათაშვილის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

16/08/2017

ქალაქ ბორჯომში ბარათაშვილის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად მიმდებარე საყრდენი კედლის მოპირკეთება ხორციელდება, რის შემდეგ ქუჩის გასწვრივ ახალი მხატვრული მოაჯირები მოეწყობა. ტერიტორიაზე დასრულებულია ასევე გაზონისათვის ტერიტორიის კეთილმოწყობა, სადაც გრუნტის შეტანისთანავე დაითესება კოინდარი.
ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალურ-პარკთან მისასვლელ ერთ-ერთ ქუჩას წარმოადგენს და ტურისტულად დატვირთულია. მისი კეთილმოწყობა კი მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
აღნიშნულ ქუჩაზე 2 წლის განმავლობაში განხორციელდა საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყო ასევე ქუჩაზე არსებული მოსასვენებელი ადგილები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0