ბორჯომში, გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში 1000 ნერგი დაირგო

27/04/2017

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით ბორჯომში, პლატოზე გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში, მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგო. ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყო და მის მიზანს ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენს.
ხეების დარგვის კამპანიაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, ბორჯომის გამგეობის თანამშრომლები, ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები და IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები. აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეებიც შეუერთდნენ.
აქციამ სოციალურ ქსელშიც გადმოინაცვლა და ფეისბუქის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ვირტუალურად გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ბუნების მიმართ. შეიქმნა აპლიკაცია – #ბუნებისგულშემატკივარი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია პროფაილის ფოტოს შეცვლა და ამით ბუნების დაცვისა და მწვანე საფარის არსებობის აუცილებლობისათვის მხარდაჭერის გამოხატვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0