ბორჯომში თორის ქ. №6 მდებარედ სკვერისა და სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

04/09/2017

ბორჯომში თორის ქ. №6 მდებარედ სკვერისა და სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ტერიტორიაზე დაიგო კაუჩუკის ფილები, მოეწყო ბორდიურები და ლამპიონები, ბავშვებისათვის დამონტაჟდა სასრიალოები, საქანელა და მბრუნავი ატრაქციონი, დაირგო ნაძვის ხეები.
ტერიტორიაზე მოეწყო ქვაფენილი, სკვერში განლაგდა ტრენაჟორები, სკამები და ნაგვის ურნები.
პროექტის ფარგლებში კორპუსის შიდა ეზოში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ მინი-სტადიონს. მოეწყო ახალი ხელოვნური ხალიჩის საფარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0