ბორჯომში თორის ქ. №6 მდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

03/08/2017

ბორჯომში თორის ქ. №6 მდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაიგო კაუჩუკის ფილები, მოეწყო ბორდიურები და ლამპიონები, ბავშვებისათვის დამონტაჟდა სასრიალოები, საქანელა და მბრუნავი ატრაქციონი, დაირგო ნაძვის ხეები. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ქვაფენილის მოწყობა, სკვერში განლაგდება ტრენაჟორები, სკამები და ნაგვის ურნები. პროექტის ფარგლებში კორპუსის შიდა ეზოში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მინი-სტადიონს. მოეწყობა ახალი ხელოვნური ხალიჩის საფარი და აღდგება დაზიანებული ბადეეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0