ბორჯომში კოსტავას მოედნის მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკები ეწყობა

01/08/2017

ბორჯომში კოსტავას მოედნის მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკები ეწყობა. რეაბილიტაცია სუპერმარკეტ “ციცინათელადან” რკინიგზის სადგურამდე მონაკვეთს ჩაუტარდება. პროექტის მიხედვით, ობიექტზე გამყოლი კედლის მოპირკეთების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ბაზალტის ბორდიურების მოწყობის სამუშაოები. სავალ ნაწილზე გათვალისწინებულია ასფალტო ბეტონის საფარის დაგება და გაზონის კეთილმოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0