ბორჯომში “მარადიული ცეცხლის’ სკვერის მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდა

31/07/2017

ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე „მარადიული ცეცხლის“ სკვერის მეორე ეტაპის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო ფეხით სავალი ნაწილი, კიბეები, ლითონის მოაჯირები და ლამპიონები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ შადრევანს. ტერიტორიზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო ყვავილები და მარადმწვანე მცენარეები.
ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, სკვერში განლაგდება სკამები და ნაგვის ურნები.
სამუშაოები ახალი საპილოტე პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“- ფარგლებში ჩატარდა. პროექტს საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შოტლანდიის ანგუსის საბჭოს პარტნიორობით.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს ასევე დაბა ახალდაბაში, სადაც შენდება საჭიდაო არენა, ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე, სოფელ ტბაზე და სოფელ ციხიჯვარში კი მინი სპორტული მოედნები ეწყობა, ქალაქ ბორჯომში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის.
აღნიშნული პროექტების განხორციელება ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო დარგის განვითარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0