ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი შენდება. სამუშაოები ახალი საპილოტე პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“- ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსისა“ და კომპანია „IDS ბორჯომის“ ფინანსური მხარდაჭერით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შოტლანდიის ანგუსის საბჭოს პარტნიორობით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიიდან მოხდა გრუნტის გატანა, მოეწყო რკინა-ბეტონის საფუძველი, ასევე პანდუსი და კიბეები, ამჟამად სტადიონის მიმდებარედ, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს, რის შემდეგ მოეწყობა ბალახის ხელოვნური საფარი და კეთილმოეწყობა მოედანი, ნიკოლაძის ქუჩაზე ბავშვთა გასართობი ადგილი არასოდეს ყოფილა, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და ბავშვებსაც შესაბამის გარემოში თამაშის საშუალება მიეცემათ.

Visited 234 times, 1 visit(s) today