ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

31/10/2017

ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დასრულდა. მოცულობითი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჯამში 560 სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. განხორციელდა რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, მოეწყო არხზე გადასასვლელები, ეზოებში შესასვლელები, სამანქანო და საცალფეხო ხიდებზე მოეწყო მოაჯირები, ჩატარდა არხის საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები.
ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული ღელე წლებია კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა, უხვი ნალექებისა და ღვარცოფების შედეგად, სანიაღვრის გარკვეული მონაკვეთები მთლიანად დაიშალა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლოებას, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში სანიაღვრე არხების კედლები გამოყენებული ჰქონდათ ეზოებისა და თვითონ საცხოვრებელი სახლების საყრდენ კედლებად.
აღნიშნულ ქუჩაზე დასრულდა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
პროექტებმა მნიშვნელოვნად გაუმჯობესა ადგილობრივების საცხოვრებელი გარემო.
მასშტაბური პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოებისათვის 331 588 ლარი გაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0