ბორჯომში პლატოს ტერიტორიის განახლება დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომში, გამწვანების აქცია გაიმართა. 168 ნეკერჩხლისა და ფიჭვის ნერგები კომპანია „სარაჯიშვილის“ თაოსნობით, პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო.
აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც პლატოს ტერიტორიაზე ტყის ბუნებრივ განახლებას გულისხმობს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის პირველი მონაწილე კომპანია “სარაჯიშვილი” იყო და სააგენტოს ინიციატივამ სწორედ ამ სიმბოლური აქციით აიღო სტარტი.
გამწავანების ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ.

Visited 228 times, 1 visit(s) today