ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის მოადგილე ვახტანგ ოჩხიკიძე.
გამგებლის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, მოხდა ძველი საფარის აფრეზვა, ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება ასფალტის დაგება. საავტომობილო გზაზე ასფალტოვანი საფარის პარალელურად ეწყობა ასევე ქვაფენილი.
აღსანიშნავია, რომ კოსტავას ქუჩაზე დასრულებულია ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ამჟამად კი სამუშაოები ტარდება საფეხმავლო ბილიკის გამყოლ კედელზე, რომელიც გრანიტის ფილებით მოპირკეთება.
ხვალიდან კი ასფალტის დაგების პროცესი დაიწყება 9 აპრილისა და ერეკლეს ქუჩებზე.
გამგებლის განმარტებით, აღნიშნული ქუჩები ტურისტულ ზონას განეკუთვნებიან და მათი კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

Visited 246 times, 1 visit(s) today