ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

08/06/2017

ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. აქტიურად ხორციელდება ქუჩებზე არსებული გადასასვლელების დახაზვის, პარკირების ადგილებისა და გზის გამყოფი სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. სავალი ნაწილის მონიშვნა ჰორიზონტალური ორკომპონენტიანი წითელი და თეთრი ფერის სტრუქტურული ცივი პლასტიკით ხდება, რაც მის გამძლეობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს. სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე და შიდა ქუჩებზე ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 678 ლარი გაიხარჯება. უნდა აღინიშნოს, რომ ბორჯომში შიდა გზებზე პარალელურად მიმდინარეობს გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0