ბორჯომში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. საცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა – ბესიკ ამირანაშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან – ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აშენდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა 117 კვ/მ ფართობის შენობა. გამოიყო მედპერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახები. ასევე, მოეწყო შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალ შენობაში 50-მდე თანამშრომელი განთავსდა, რომლებიც მოსახერხებელი და კომფორტული სამუშაო პირობებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი.

„სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბორჯომის მოსახლეობისა და კურორტის ვიზიტორებისთვის, ისე იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზრუნავს. მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მოსახერხებელ და კომფორტულ გარემოში, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება მომსახურების ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პირი უკეთეს სერვისს მიიღებს,“- განაცხადა მხარის გუნერნატორმა.

პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით შესრულდა.

Visited 254 times, 1 visit(s) today