ბორჯომში ქალაქის სახელობითი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბორჯომში ქალაქის სახელობითი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გურიაში ძლიერი სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო “ბორჯომობა 2023 მოკრძალებულად აღინიშნა. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეები – დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ბორჯომობა 2023”-თან დაკავშირებით, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებული სპორტსმენები თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მადლიერების სიგელებით დააჯილდოვეს.
ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკში კი მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” მინერალური წყლის კუთხე, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნეს. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სპეციალურად მოწყობილ სასურათე ბანერებთან ფოტოები გადაეღო.

Visited 45 times, 1 visit(s) today