ბორჯომში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

24/05/2017

ბორჯომში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. 23 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის წინა-საჩვენებელი დაშვება მოეწყო. მოგვიანებით, ქალაქ ბორჯომში, სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ევროპირველობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი. ევროპის ჩემპიონატი ჩითახევში 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ევროპირველობისთვის სამზადისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გაეცნო და ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან ჯო ვილის ჯონსთან, საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტთან დავით ქაცარავასთან და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად ბოლო საორგანიზაციო საკითხებზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა. ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოების დირექტორი იქნება – მიხაილ მარეცი, შეჯიბრების სამსახურს გორან ლოლიჩი, ხოლო მსაჯთა კორპუსს ერიკ ბოდრო უთავკაცებს. ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება. ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, იმ 13 სპორტულ ღონისძიებას შორისაა, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0