ბორჯომში 3 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ფასადისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

24/10/2017

ბორჯომში 3 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ფასადისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, რუსთაველის ქ. #95-ში შენობის ფასადის სამღებრო სამუშაოების გარდა მოეწყობა წყალმიმღები ღარები, გურამიშვილის ქ. #2-ში კი გამოიცვლება დაზიანებული ხის კარები და ფანჯრის ღიობები, შეიღებება შიდა კედლები და ჭერი, კიბეებთან დაიგება მეტლახი, დამონტაჟდება ასევე განათებები. მესხეთის ქ. #3-ში სარემონტო სამუშაოები I და II სადარბაზოებში ჩატარდება. მოწყობა მოზაიკის საფეხურები, მოაჯირები, მეტალოპლასმასის ფანჯრები, კარებები, შეიღებება კედლები და ჭერი. სამუშაოები საბინაო ამხანაგობების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 790 ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0