ბრიუსელში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

23/03/2016

ბრიუსელში ტერაქტების დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ბელგიის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ მოედანზე უამრავი ყვავილი და სანთლები მიიტანეს.
რიგით მოქალაქეებთან ერთად სამგლოვიარო აქციას ესწრებოდნენ ბელგიის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, წუთიერი დუმილის შემდეგ მოედანზე აპლოდისმენტები გაისმა – ამ გზით აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0