ბრუცელოზთან პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა

22/03/2017

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ბრუცელოზთან ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა ვრცლად ისაუბრა სტრატეგიის ძირითად მიმართულებებსა და სააგენტოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
„ბრუცელოზთან პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის ცხოველების სერომონიტორინგს (სისხლის ნიმუშების კვლევას) და ვაქცინაციას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბრუცელოზის სადიაგნოსტიკოდ 2014 წლიდან მიმდინარეობს სისხლის ნიმუშების მასიური კვლევა. 2016 წლიდან კი მაღალი რისკის ზონებში დაიწყო ვაქცინაცია, რომელიც ეტაპობრივად ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით,“- განაცხადა ლაშა ავალიანმა.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის წევრებმა სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0