ბუბა გობეჯიშვილმა ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ლადო ასათიანისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს შორის ჩამომავალი სანიაღვრე ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ობიექტზე ბეტონის ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები 26 ოქტომბერს დასრულდება.
ბუბა გობეჯიშვილი ასევე ქალაქ ბოლნისში იაკობ ცურტაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო. ამ ეტაპზე 430 გრძივი მეტრი მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელის მოწყობა ხორციელდება. პროეტის დასრულების შემდეგ ტერიტორია ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება.

Visited 107 times, 1 visit(s) today