ბუბა გობეჯიშვილმა ბოლნისში, სოფელ მუშევანსა და დარბაზში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

20/09/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ლადო ასათიანისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს შორის ჩამავალი სანიაღვრე ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ობიექტზე ბეტონის ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები 26 ოქტომბერს დასრულდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მუშევნამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს. სექტემბრის ბოლოდან მოსახლეობას უკვე ბეტონის გზით სარგებლობა შეეძლება. ბუბა გობეჯიშვილი ასევე სოფელ დარბაზში ახლადრეაბილიტირებული გზის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. სოფელში შიდა გზაზე ასფალტი დაიგო და ხევის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0