ბუნებრივია, 8 ოქტომბერს პოლიცია უნდა იყოს მობილიზებული

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბუნებრივია, 8 ოქტომბერს პოლიცია უნდა იყოს მობილიზებული და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში, – ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე შს მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დღეს ძალიან ბევრი პოლიციელი იქნება ქუჩებში.

„როდესაც არის ან მასობრივი გამოსვლა, ან საგანგებო ღონისძიებები, თუნდაც საზეიმო ღონისძიებები ქვეყანაში, მაშინ, რა თქმა უნდა, პოლიცია ვალდებულია, რომ იყოს სერიოზული მობილიზება, იყოს მეტი პოლიციელი ქუჩაში ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. ასე არის არჩევნების დღეც. ეს არის სერიოზული დღე ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც ხდება ამდენი პოლიტიკური ძალის მობილიზება, როდესაც ხდება ადამიანების ქუჩაში გამოსვლა თუნდაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ახლა ამ დღეს პოლიციამ განსაკუთრებული მობილიზაცია გააკეთოს და განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშაოს, ამაში მე გასაკრიტიკებელს ვერაფერს ვერ ვხედავ. მთავარია, რომ პოლიციელებმა იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ გადასცდნენ თავისი კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Visited 142 times, 1 visit(s) today