ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა პრეზენტაცია გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა გამართა პრეზენტაცია ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების პროცესის შესახებ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მოთხოვნები ანგარიშგებასთან დაკავშირებით, რეალურ რეჟიმში განხორციელდა ანგარიშებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის ტექნიკური პროცესის დემონსტრაცია.
დამსწრე საზოგადოებას ასევე წარედგინა ანგარიშგების პორტალის სტრუქტურა და ფუნქციონალი. პრეზენტაციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ის სუბიექტები, რომლებიც ვალდებულნი არიან 2016 წლის ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები წარმოადგინონ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, ასევე იმ აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება.
პრეზენტაციას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Visited 195 times, 1 visit(s) today