გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ კომპრომისული დოკუმენტის შექმნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ვერ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისი თქმით, ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიას ნახავს.
“ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი შევიდა ჩიხში. არ გამონახა რესურსი უმრავლესობამ, რომ ეწარმოებინა კონსენსუსი და შეექმნა კომპრომისული დოკუმენტი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ კომპრომისული დოკუმენტის შექმნა, მისი წარმოდგენა და შეთავაზება უმრავლესობისთვის, ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის. იქნება თუ არა მოტივირებული შენიშვნები, ეს გადაწყდება მაშინ, როცა ვნახავთ ბოლო ვერსიას იმ პროექტის, რასაც მიიღებს უმრავლესობა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Visited 157 times, 1 visit(s) today