„გადაიღე საქართველოში“პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. “მამიკოს გოგო” („Daddy’s Girl”) – ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია “სარკე სტუდია“ მუშაობს.
ფილმის რეჟისორია ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ჯულიარდ რიცარდსი ( Julian Richards), რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“ და ა.შ. ფილმის გადაღებები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ამ პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი კოსტას მანდილორი (Costas Mandylor) შეასრულებს.
ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები შეირჩა- კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.
კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.

Visited 205 times, 1 visit(s) today