გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ, სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის გაცემისათვის მოსაკრებლის განწილვადება მოითხოვონ

07/04/2022

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, რომელიც კოლეგებს პარლამენტის წევრმა, ბექა დავითულიანმა წარუდგინა. ცვლილების თანახმად, გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ, სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის გაცემისათვის მუნიციპალიტეტს განცხადებით მიმართონ და მოსაკრებლის განწილვადება მოითხოვონ. ამასთან, აღნიშნული განცხადებით მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, (მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა), წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას. დედაქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 25 სუბიექტის მიმართ არსებობდა ეს ვალდებულებები, მათგან მიმდინარე დავის პროცესში დარჩენილია 17 პირი, დავის საგნის (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა) ჯამური ღირებულება კი არის დაახლოებით 7,9 მილიონი ლარი. საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანს, სოზარ სუბარს, ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძეს, ირაკლი მეძმარიაშვილს, ქეთევან დუმბაძეს, გიორგი ცაგარეიშვილს, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0