გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა მყისიერად აისახება მის პირად ბარათზე და ავტომატურად უქმდება საინკასო დავალება

03/08/2017

საგადასახადო რეფორმის ფარგლებში, გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა მყისიერად აისახება მის პირად ბარათზე და ავტომატურად უქმდება საინკასო დავალება.
საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად 50 000 ლარამდე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება, 1 წლის ვადით, შესაძლებელია ყოველგვარი უზრუნველყოფის საშუალებების გარეშე.
საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად წარმოშობილი დავალიანების, მათ შორის, მოსაკრებლის თანხის ოპტიმიზაცია და მართვა, ამასთან დარიცხული და გადაუხდელი მოსაკრებლის და მასთან დაკავშირებული ჯარიმა/საურავის შემცირება უკვე შესაძლებელია საგადასახადო შეთანხმების მექანიზმის გამოყენებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0