გადაუღებელი წვიმის შედეგად მესტიაში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა

01/09/2017

გადაუღებელი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზის და ნაპირდამცავი გაბიონები. მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარემ სამაგრები გამოაცალა სოფელ ჭოლაშთან დამაკავშირებელ ხიდს და გაანადგურა სოფელ ჩვაბიანისა და სოფელ ჟაბეშის შიდასასოფლო ხიდები. ბეჩოს ტერიტორიულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა სოფლის ცენტრაურ გზას და მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს. სოფელ მაზერში, ადიდებულმა ღელემ საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს. ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანდა შიდასასოფლო ხიდი და საგზაო ინფრასტრუქტურა.
დროული რეაგირების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტში არცერთი სოფელი გარესამყაროს არ არის მოწყვეტილი. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0