გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

საქართველო, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს.
უდიდესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით – ასე შეაფასა გლობალური კონფერენციის გამართვა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობა, კონფერენციის ფარგლებში საქართველოში 42 ქვეყნის 250-ზე მეტი დელეგატის სტუმრობას მიესალმება.
„ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციას ესწრება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, რომელიც გახლავთ საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერი და ჩვენ ყველანი მივესალმებით ამ კონფერენციის ჩატარებას საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 161 times, 1 visit(s) today