გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდნენ

02/05/2017

საქართველოს, გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები, საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანს შეხვდნენ. მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს ელჩებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ იუსტიციის სახლს და ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0