გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ანგარიში განიხილეს

28/09/2017

ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 36-ე სესიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მისი ძალისხმევისთვის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე ობიექტური და სამართლიანი რეაგირებისთვის და დაუდასტურა ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0