გავაგრძელებთ ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გავაგრძელებთ ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო-ნატო-ს ერთობლივ წვრთნასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ, მოვძენოთ გზები დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები, რათა რეაგირება მოვახდინოთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობაზე.

“რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი, პროპორციული და სრულად შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებს. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ახლო პარტნიორთან საქართველოსთან. მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ და მივესალმები საქართველო-ნატოს შორის პარტნიორობის განვითარებას და გაძლიერებას. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ, მოვძენოთ გზები დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები, რათა რეაგირება მოვახდინოთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობაზე. ამას ნატო აკეთებს კიდეც. ჩვენ უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ, ეს არის რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის არხების შენარჩუნების საშუალება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მსგავს აქტიურობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

Visited 135 times, 1 visit(s) today