გაზეთ „ზესტაფონის მოამბის“ საარქივო მასალა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცა

22/09/2017

გაზეთ „ზესტაფონის მოამბის“ საარქივო მასალა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცა. 1949– 2007 წლებით დათარიღებული პერიოდული გამოცემა გივი ჯაოშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში განთავსდება. გადაწყვეტილება გაზეთის სარედაქციო კოლეგიისა და მუზეუმის ადმინისტრაციის შეთანხმების საფუძველზე მოხდა. „ზესტაფონის მოამბის“ რედაქტორმა და მუზეუმის დირექტორმა დღეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომს გახდის გაზეთში დასტამბული მასალების ხელმისაწვდომობას. საარქივო მასალების გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ესწრებოდა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რამდენიმე დღის წინ ასევე ზესტაფონელი ლოტბარის, ზესტაფონის სახალხო აკადემიური გუნდის „იმერეთის“ ხელმძღვანელის, ზაალ ლოლაძის პირადი საარქივო ფოტომასალაც გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0