გაიზრდება ყველა ტიპის რეფორმების ტემპი

18/09/2016

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ქართული ოცნების,, კანდიდატებთან ერთად აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამჯერად ბათუმის #68 ოლქში ფატი ხალვაშთან ერთად ამომრჩევლებს შეხვდა.
“ვსაუბრობთ მომავლის გეგმაზე. გაიზრდება ყველა ტიპის რეფორმების ტემპიც და განსაკუთრებით სწრაფი ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა, რომელიც ნიშნავს რომ მეტი ადამიანი დასაქმდება”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0