გაიღე სისხლი, გადაარჩინე ლეიკემიით დაავადებული ბავშვის სიცოცხლე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

13 ივლისს, 11 საათზე საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრის ფოიეში გაიმართება სისხლის დონაციის აქცია.
სისხლის გაღების მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სისხლის გაღების მსურველთა კრიტერიუმებია; მშობიარობიდან გასული უნდა იყოს 1 წელი, ლაქტაციის დასრულებიდან 3 თვე, ვირუსული ინფექციებიდან – 1 თვე, ქირურგიული ოპერაციიდან 1 წელი, ვაქცინაციიდან 1 თვე…
აქციის ორგანიზატორია საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის საჩხერის ფილიალი და მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლი ბანკი, მხარდამჭერი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა და კულტურის ცენტრი.

Visited 241 times, 1 visit(s) today